воскресенье, 1 июня 2014 г.


IX კლასი, ისტორია
1.    სახელი და გვარი
მარინა ტარუღიშვილი

2.    სწავლების საფეხური
საბაზო

3.    თემის სახელწოდება
გეორგიევსკის ტრაქტატი(მომზადება,მიღება,შედეგები)

4.    4.  გაკვეთილის
სასწავლო მიზნები
მოსწავლეები გააანალიზებენ საქართველოს საგარეო და საშინაო ვითარებას და შეაფასებენ ერეკლე II-ის კარზე შექმნილ ვითარებას,ახსნიან ტრაქტატის გამომწვევ ფაქტორებს.
5.წინარე ცოდნა

მოსწავლეებმა იციან ტრაქტატამდელი საქართველოს პოლიტიკური ვითარების შესახებ.
6.სწავლის შედეგები
ისტ.IX.5. მოსწავლე მსჯელობს კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებზე,რომლებმაც გავლენა მოახდინა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე.
·         აანალიზებს საგარეო ფაქტორების გავლენას საშინაო ვითარებაზე.
·         აფასებს შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას.
·         მსჯელობს მის გამომწვევ მიზეზებზე.
·         გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას პოლიტიკურ მანევრებზე.

7.მიმდინარეობა
(აქტივობა და დრო)
დრო - 45 წუთი
კლასის ორგანიზება-1 წუთი
აქტივობა - 1-ეთმობა 4 წუთი
წინარე ცოდნის გააქტიურება-მასწავლებელი სვამს კითხვას გეორგიევსკის ტრაქტატამდე რა პოლიტიკური ვითარება იყო ქვეყანაში?მოსწავლეები პასუხობენ.
აქტივობა-2-5 წთ-მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემასა და მიზანს,მოკლედ საუბრობს სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროების მნიშვნელობაზე,ახსენებს ერეკლეII-ის მეფობის  პერიპეტიებს(მინი-ლექცია).
აქტივობა-3-9 წთ-წერითი დავალება წყვილებში:გაეცანით 1,2 და 3 წყაროებს(გვ.297-298) და შეასრულეთ თანდართული დავალებები
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დავალება საკუთარ რვეულებში შეასრულონ, ხოლო შემდეგ აძლევს ამ დავალების ინსტრუქციას:
-წაიკითხეთ, სახელმძღვანელოს 297-298-ე გვერდზე წყარო 1, 2 და 3.
-წყარო 1, 2 და 3 შინაარსის მიხედვით შეასრულეთ შემდეგი დავალება:
გააანალიზეთ წყვილებში წყაროები და პრეზენტაცია წარმოადგინეთ.
აქტივობა-4-14 წთ-მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციებს.
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ადგილიდან გააკეთონ პრეზენტაცია.
აქტივობა 5-ეთმობა 5 წუთი
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ზეპირად ადგილიდან გასცენ პასუხი  შეკითხვებს (აქ რამოდენიმე მაგალითია):
პარაგრაფში მოცემული წყაროების მიხედვით დაადგინეთ:
1.რა ძირითად პირობებს ითვალისწინებდა ტრაქტატი და რა მნიშვნელობა ჰქონდა მას ქართლ-კახეთისსამეფოსათვის?
პასუხი:ტრაქტატი იყო მეგობრობითი ხელშეკრულება ორივე მხარისთვის.ქართლ-კახეთის სამეფოსათვის რუსეთს მფარველობის ხელი უნდა გამოეწოდა.
2.რატომ ვერ მოხერხდა ქართლ-კახეთისა და იმერეთის ერთ სამეფოდ გაერთიანება?
პასუხი:დიდი როლი ითამაშა დარეჯან დედოფლის ამბიციებმა.მას არ სურდა თავისი გერის,გიორგი XII-ის მეფობა ამერ-იმერში.ის ვარაუდობდა,რომ მისი შვილები დაიჩაგრებოდნენ.
3.საქართველოს რა ნაწილები ერთიანდებოდა 1790 წლის ხელშეკრულებით და რამ გამოიწვია ასეთი გაერთიანების საჭიროება?რით ასაბუთებდნენ იმდროინდელი მოღვაწეები საქართველოს სამეფო-სამთავროთა ერთობის აუცილებლობას?რა მნიშვნელობა ჰქონდა ასეთი გაერთიანების ცდას?
პასუხი:ხელშეკრულება სამხედრო-პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა.მოკავშირეები ერეკლეს უპირატესობას აღიარებდნენ,ერეკლეს შვილიშვილი,სოლომონ IIყველაფერში პაპის კარნახით მოქმედებდა.
4.ტრაქტატი რომ არ დაედო მეფეს,სხვა რა გამოსავალი ჰქონდა მეფეს,როცა რთული დილემის წინაშე იდგა?თქვენ როგორ ფიქრობთ?
პასუხი:ძნელია დღევანდელი გადმოსახედიდან იმდროინდელ პოლიტიკურ მანევრებზე დასკვნების გაკეთება,თუმცა,ნათელია,რომ ერთადერთი ოპტიმალური ნაბიჯი იყო.როგორ შეასრულა რუსეთმა ტრაქტით გათვალისწინებული პირობა,ეს სხვა საკითხია.

მოსწავლეები ადგილიდან პასუხობენ. შეკითვებზე პასუხების გაცემისას მოსწავლეებს შორის იმართება დისკუსია, რასაც მასწავლებელი ხელს  უწყობს.
აქტივობა 6-6 წთ-ქართული კულტურა XVIII ს-ის II ნახევარში
(ახალი მასალის ახსნა)
აქტივობა 7-ეთმობა 1 წუთი
საშინაო დავალება-წერილობით დაახასიათეთ ტრაქტატის შემდეგ საქართველოს საშინაო და საგარეო ვითარება.



8.შეფასება
აქტივობა 1 ფასდება შემდეგნაირად: მასწავლებელი თითო სწორ პასუხში წერს თითო ქულას.
აქტივობა 2 ფასდება შემდეგნაირად: მასწავლებელი აკეთებს ზეპირ კომენტარებს: კარგია, კარგად გიმუშავია, სქემა არ არის სრულყოფილი  და ..
(ქვემოთ იხილე შეფასების რუბრიკა)
აქტივობა 3. ფასდება შემდეგნაირად: მასწავლებელი აკეთებს ზეპირ კომენტარებს: კარგია, საინტერესოა, ზუსტად გაეცი პასუხი, პასუხი არ არის სრულყოფილი, ვინ დაამატებს და ..
დავალება ფასდება ქულების მეშვეობით, წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით.
რიტერიუმები:
·         აყალიბებს თეზისებს
·         ამყარებს თეზისს სათანადო არგუმენტებით
·         მაგალითები ადეკვატურად მოჰყავს
·         ენობრივად გამართულია
მასწავლებელი იყენებს განმსაზღვრელ (შეფასების რუბრიკის მეშვეობით) და განმავითარებელ შეფასებას.

9. რესურსები

რესურსები - დაფა, ცარცი, სახელმძღვანელო მე-9 კლასი (მოსწავლის წიგნი), რვეული, კალმისტარი.








დისკუსიის შეფასების რუბრიკა
კონკრეტულ მოსწავლეს თითოეული კრიტერიუმის გასწვრივ ენიჭება შესაბამისი  ქულა

III დონე  (8-10 ქულა)
II დონე (5-7 ქულა)
I დონე (1-4 ქულა)
მოსმენა
ყოველთვის უსმენს და თვალყურს ადევნებს ორატორს
ხშირად უსმენს და უყურებს ორატორს
იშვიათად უსმენს და უყურებს ორატორს
საუბარი
მკაფიოდ მეტყველებს და უყურებს მსმენელებს
ძირითადად მეტყველება გასაგებია და უყურებს მსმენელებს
მეტყველება არამკაფიოა, მსმენელებს უჭირთ გაგება
არავერბალური კომუნიკაცია
შეუძლია ეფექტურად აღიქვას და გამოიყენოს არავერბალური კომუნიკაციის ფორმები (თვალით, ჟესტებით, გამომეტყველებით, ხმით)
ხშირად შეუძლია დაამყაროს არავერბალური კონტაქტი
იშვიათად იყენებს არავერბალურ კომუნიკაციის ფორმებს

მონაწილეობა
უჩვენებს ინტერესს დისკუსიის თემისადმი საჭირო კომენტარებითა და აზრების გამოთქმით
ძირითადად გამოხატავს  ინტერესს. კომენტარები და აზრები ყოველთვის არაა თემის შესატყვისი
მცირე ინტერესი აქვს. არ გამოხატავს ან ვერ უკავშირებს თავის მოსაზრებებს სადისკუსიო თემას
კოოპერაცია
თანამშრომლობს თანაკლასელებთან, აცლის სხვებს აზრის გამოთქმას და იცავს დისკუსიის წესებს
ძირითადად თანამშრომლობს თანაკლასელებთან, ზოგჯერ ერთვება სხვის საუბარში, ძირითადად იცავს დისკუსიის წესებს
იშვიათად თანამშრომლობს და იცავს დისკუსიის წესებს
მოსაზრების არგუმენტირება
მოსაზრება ორიგინალურია და გამყარებულია ფაქტებით, ცნებებით. არის ლოგიკური კავშირი საკითხთან
მოსაზრების გასამყარებლად გამოყენებულია სადავო ფაქტები და ცნებები
მოსაზრება მოკლებულია ლოგიკურ კავშირს საკითხთან და არ არის გამყარებული ფაქტებით






მასწავლებლის თვითშეფასების ცხრილი
1-არადამაკმაყოფილებელი, 2-დამაკმაყოფილებელი, 3-კარგი

შეფასების კრიტერიუმები
1
2
3
მიზნისა და შედეგის შესაბამისობა



ü   
აქტივობები,მოდელები,კლასის ორგანიზების ფორმები



ü   
შეფასება


ü   

დროის განაწილება


ü   

კრეატიულობა



ü   
თვითშეფასება


ü